სსიპ ქალაქ თბილისის №32 საჯარო სკოლა მდებარეობს ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს უბანში, სანზონაში (ჩარგლის ქუჩა №24 - დირექტორი ნინო ხუციძე-კაშია). სკოლაში 12 წლის წინ შეიქმნა ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები” (ხელ-ლები: ასმათ ჭარელიძე და ლია ჩხაიძე). სკოლაში შემოქმედებითი ატმოსფეროა, ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო და განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა თუ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციებში. ვიწვევთ კულტურის მუშაკებს, პოეტებს, მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს. ჩვენი საქმიანობა შეგიძლიათ იხილოთ ბლოგებზე: ,,სამოთხის გვრიტები", "გაიცანით ჩვენი რაიონი", ,,ტოლერანტული საქართველო", ,,საქართველოს ბილიკებზე".,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას", ასმათ ჭარელიძე ,,სამოთხის გვრიტები".
ამჟამად, დიდი ინტერესით ჩავერთეთ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში გამოცხადებულ პროექტების კონკურსში. ვმუშაობთ კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ხუციძე-კაშია
პროექტის განმახორციელებელი გუნდი: ასმათ ჭარელიძე, ლია ჩხაიძე, თინა ფორჩხიძე, ეკატერინე ხონელიძე, ინგა შველიძე, ნანა რომელაშვილი,
საპროექტო ჯგუფი: ანანო მარგიშვილი, ანნა მამაცაშვილი, ელენე არსენაძე, ელენე კაციაშვილი, ნიკა შიტიკოვი, ანი ბეკურაშვილი, მარიამ ზავრადაშვილი.
ტექნიკური უზრუნველყოფა: ნიკა შიტიკოვი
No comments:
Post a Comment