კვლევები

ჩვენი ინტერვიუ: ვიცნობთ თუ არა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას 

მე და ჩემი მეგობრები დავინტერესდით იმით, თუ რამდენადაა ინფორმირებული მოსახლეობა არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობით. ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა და გავიგეთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი არ დაგვთანხმდა ინტერვიუზე და ჩვენ ვერ შევძელით მათი აზრის გაგება.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არ ფლობდა ინფორმაციას ამ საგანძურის შესახებ. მაგრამ, საბედნიეროდ, აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომელებმაც ჩვენთვის საინტერესო თემაზე დასაბუთებულად და გააზრებულად გვიპასუხეს. 

გამოკითხვის შედეგად გავიგეთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ურჩევნია რესტავრაციისას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შეუნარჩუნდეს ავთენტურობა, საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იხსენებდნენ გათანამედროვებულ ბაგრატის ტაძარს, რომელიც, რეკონსტრუქციის ჩატარების შემდეგ, 2017 წელს ,,იუნესკომ’’ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო.

ჩვენი რესპოდენტები ეწინააღმდეგებოდნენ სიძველისა და თანამედროვეობის შერწყმას, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თბილისის ძველ უბანში, კერძოდ, სიონის სიახლოვეს განთავსებული მინის ხიდის გამო. ამჯობინებდნენ, თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობების განთავსებას გარეუბნებში, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელნიც მხარს უჭერდნენ და იწონებდნენ ძველისა და ახლის კონტრასტს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არაფერი იცოდა კულტურის მატერიალური და არამატერიალური ძეგლების შესახებ და ჩვენ ვიყავით მათი ინფორმატორები.

იმედია, ჩვენი პროექტი დააინტერესებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, აამაღლებს მათ ცნობიერებას და გაცილებით მეტი ადამიანი გაუფრთხილდება ჩვენს საგანძურს - ქართველთა იდენტობის წყაროს.

                                                                           ელენე კაციაშვილი - საპროექტო ჯგუფის წევრი 

კვლევის შედეგები:







გამოკითხვა: რა ვიცით 14 აპრილის შესახებ

    მე და ჩემი მეგობრები დავინტერესდით იმით, თუ რამდენადაა ინფორმირებული მოსახლეობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლებით, რა იციან ჩვენმა თანამოქალაქეებმა ,,დედაენის’’ და 14 აპრილის სახებ. ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა და გავიზიარეთ მოსახლეობის აზრი ამ საგანძურთან  დაკავშირებით.  

    სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ  ჩვენს რესპოდენტებს არ მოსწონთ საუბრისას ჟარგონებისა და სლენგების გამოყენება, მიაჩნიათ, რომ  განსაკუთრებული ყურადღებით უნდა საუბრობდნენ ჟურნალისტები, რადგან, მათი აზრით, ტელევიზია, რადიო და ჟურნალ-გაზეთები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანთა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მეტყველებაზე. 

     ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღრფთოვანბასა და მადლიერებას  გამოხატავს დედაენის ბურჯის -  იაკობ გოგებაშვილის - მიმართ, მათ არ მოსწონთ ისეთი ადამიანები, რომელნიც არ იცავენ სალიტერატურო ენის ნორმებს და არ იციან მშობლიური ენის ისტორია. 

      სამწუხაროდ, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა უარი განაცხადა ინტერვიუზე, მაგრამ გავიცანით ისეთი ადამიანებიც, რომელნიც საინტერესოდ გვესაუბრნენ და თავადაც მონაწილეობდნენ 1978 წლის 14 აპრილის აქციაში.  

                                                                 ანი კოშაძე მე-10 კლასის მოსწავლე 





No comments:

Post a Comment