ლურჯი სუფრა XIX საუკუნის ქართული კულტურის ძალზე საინეტერსო ფენომენია, იგი სადღესასწაულო შემთხევებში
განსაკუთრებით კი, ქორწილებში იშლებოდა, გარკვეული
რიტუალური დანიშნულება ჰქონდა და დღესაც არ კარგავს
თავის აქტუალობას. ლურჯი სუფრა უმთავრესად გამოიყენებო-და აღმოსავლეთ საქართველოში, მას თბილისის, გორისა და
თელავის საჩითავ სახელოსნოებში ამზადდებდნენ. ლურჯი სუფრის მოხატულობა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ორნამენტის ისეთ ტრადიციულ ელემენტებში, როგორიცაა ასტრალური და მცენარეული მოტივები, ზოომორფული და ანთროპომორფული სახეები, თავისებურადაა ასახული ქართველი ხალხის უძველეს მსოფლმხედველობასთან დაკავშირებული წარმოდგენები.
ტრადიციული ლურჯი სუფრა წარმოადგენდა ინდიგოს ლურჯ საღებავში შეღებილ ბამბის ქსოვილს, რომელზეც სხვადასხხვა ტიპის დეკორატიული გამოსახულება ბეჭდვის განსაკუთრებული ტექნიკითაა დატანილი. ლურჯი სუფრის სადღესასწაულო ფუნქცია თავისთავად გულისხმობდა, მისი
მორთულობის პროგრამაში ინტეგრირებუი გამოსახულებების საკრალურსიმბოლიკას,
აქ ერთმანეთს ერწყმის ქრისტიანულ და ხალხურ რწმენა წარმოდგენებში შემონახული არქეტიპული სახეები.
XVII საუკუნის I ნახევარში, რუსული წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთ
საქართველოს სამეფო კარზე მიღებული ეტიკეტით ლურჯი სუფრა დარბა-ზობის დროს კარისკაცთა პურობისათვის ყოფილა განკუთვნილი. XIX საუ-კუნეში ლურჯ სუფრას განსაკუთრებულად აქტიურად იყენებდა თბილისის მოსახლეობა,
განსაკუთრებით დღეობებთან დაკავშირებულ პურობასა და საქორწინო წვეულებებში. აღმოსავლეთ საქართველოს მთია-ნეთში (მთიულეთში) ახლო წარსულამდე იყო შემონახული სათემო დღეობებზე საწესო პურობისთვის განკუთვნილი ვიწროგანიანი და გრძელი ლურჯი სუფრები.
XVIII-XIX საუკუნეებში ლურჯი სუფრების საყურადღებო კოლექცია დაცულია
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში.
დღეისათვის „ლურჯი სუფრის“ ტრადიცია აღორძინების პროცესშია. ლურჯ სუფრას რამდ-ენიმე ოსტატი და სახელოსნო აწარმოებს განსხვავებული ტექნოლოგიითა და დიზაინით. ამ წერილში ჩვენ ერთ-ერთ მათგანს - ლურჯი სუფრის სახელოსნოს გაგაცნობთ.
ანანო მარგიშვილი - საპროექტო ჯგუფის წევრი
ლურჯი სუფრის კვლევითი ლაბორატორია
2010
წელს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე დიზაინის ფაკულტეტის პროფესორების თინათინ კლდიაშვილისა და ქეთევან ქავთარაძის თაოსნობით დაარსდა ლურჯი სუფრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც აღდგენილ იქნა XX საუკუნეში დაკარგული სახიანი ქსოვილის ბეჭდვის ქართული ტრადიცია. ამგვარი ქსოვილების უძველესი ნიმუშები თარიღდება XVI
საუკუნით და დაცულია საქართველსო ეროვნული მუზეუმის ფონდში.
კვლევით ლაბორატორიაში ლურჯი სუფრები, ხელსახოცები და თავსაბურავები იბეჭდება როგორც ტრადიციული ცივი კუბური ღებვის მეთოდით, ისე თანამედროვე - ფოტოფილბეჭდვით. ლურჯი სუფრები ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილისგან მზადდება. მასზე ტრადიციული ორნამენტული მოტივები, საერთო კომპოზიციური სქემები დაიტანება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ძველი ნიმუშების მიხედვით შექმნილი ყალიბებით. გვხვდება როგორც კვადრატული, წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის სტანდარტული, ასევე ე.წ. “ტაბლა” სუფრები (220X140სმ-დან
110X80სმ.) და მცირე ზომის ხელსახოცები (50X50სმ).
როგორც ცნობილია, ლურჯი სუფრა განსაკუთრებულ შემთხვევებში (საქორწინო, ნადირობის სარიტუალო ნადიმი, საეკლესიო დღესასწაულები და ა.შ.) იშლებოდა და მას საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენა იყენებდა. უძველესი დროიდან სუფრებზე გამოისახებოდა ორნამენტები (მცენარეული, ცხოველური მოტივები, სუფრის ატრიბუტები-დანა-ჩანგალი, აღმოსავლური მანები, ვარდულები და ა.შ.), სიმბოლოები, რომლებიც ეთნოგრაფიულ კულტურაში გავრცელებული ღრმა რიტუალური მნიშვნელობითაც იყო დატვირთული – აქედან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ ამ ქსოვილებს, გარდა ესთეტიკურისა, რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდათ და განსაკუთრებული ადგილი ეკავათ საუკუნეების განმავლობაში ქართველთა ცხოვრების წესში.
სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფალულტეტის ბაზაზე შექმნილი კვლევითი ლაბორატორია ემსახურება ქართული ეთნოგრაფიული კულტურის ერთ-ერთი ტრადიციული დარგის (მხატვრული ქსოვილის) აღდგენასა და განვითარებას, სტუდენტების ჩართვას სამუშაო პროცესში, რაც შესაძლებელს ხდის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
|
თამარ სიდამონიძე მე-10 კლასის მოსწავლე
ძალიან მომწონს... ყოჩაღ, ბავშვებო! წარმატებები N32 სკოლის საპროექტო ჯგუფს.
ReplyDelete