Thursday, April 8, 2021

სტუმრად ლურჯი სუფრის სახელოსნოსში



        მე და ჩემი მეგობრები, N32 საჯარო სკოლის  მოსაწევლეები, დავინტერესდით  „ლურჯი სუფრის“ დამზადების ტექნოლოგიით. გადავწყვიტეთ, ამ მიზნისათვის  ხორცი შეგეგვესხა, წავსულიყავით სამხატვრო აკადემიასთან არსებული „ლურჯი სუფრის“ სახელოსნოში და თავად მიგვეღო მონაწილეობა ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლის დამზადებაში.



     გათენდა ნანატრი დღე, 2021 წლის  8 აპრილს მე და ჩემი მეგობრები პედაგოგებთან ერთად ვეწვიეთ თბილისის სამხატვრო აკადემიის ეზოში მდებარე კოპწია შენობას - ლურჯი სუფრის სახელოსნოს, ქალბატონმა რუსუდანმა დეტალურად გაგვაცნო ლურჯი სუფრის ისტორია. მისი თქმით, საღებავი შვეიცარიიდან ჩამოაქვთ, ხოლო სუფრაზე დატანილია როგორც ნადირობის ამსახველი სცენები, ასევე ქართულ სამოსში გამოწყობილი ქალი, მამაკაცი და ქართული ანბანის ასოები. ასევე გავიგეთ, რომ ისინი ამზადებენ სააღდგომო სუფრასაც, რომლის შესაქმნელად იყენებენ ბუნებრივ წითელ საღებავს (ენდროს). 


ლურჯი სუფრის სახელოსნოს დამფუძნებელმა, ქალბატონმა თინათინმა გვიამბო, რომ ისინი ძირითადად სუფრის დასამზადებლად გამოიყენებენ ბუნებრივ ქსოვილებს -  სელსა და ბამბას. მისი ნებართვით, მე და ჩემს მეგობრებს საშუალება მოგვეცა, რომ ქართული კულტურის უძვირფასესი ძეგლის 
შექმნაში მიგვეღო მონაწილეობა. 

    სუფრის დამზადება საკმაოდ რთული, საპასუხისმგებლო და სასიამოვნო აღმოჩნდა, არასოდეს დაგვავიწყდება ის წამი, როდესაც ,,კლიშეს" ( კლიშე - Cliché ფრანგ.  ) საბეჭდო ფორმაიყენებენ საილუსტრაციო ორიგინალების მაღალი ბეჭდვის ხერხით წარმოებისათვის) შევეხეთ... ძალიან ვნერვიულობდით, თუმცა ბატონმა ვახტანგმა დაგვამშვიდა, დაგვმო- ძღვრა, ხელი შეგვაშველა და დიდ ხელოვნებას გვაზიარა... რამდენიმე წამის შემდეგ ჩვენი განწყობა შეიცვალა, განვიცდიდით ძალიან დიდ სიხარულსა და ბედნიერებას... ჩვენ ხომ ამ დღეს ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლი საკუთარი ხელით შევქმენით.

მე და ჩემი მეგობრები ყველას გავაცნობთ ქართული ლურჯი სუფრის ისტორიას. 


ელენე არსენაძე - საპროექტო ჯგუფის წევრი


მადლობა ქალბატონ თინათინს, ბატონ ვახტანგს და ლურჯი სუფრის სახელოსნოს შემოქმედებით კოლექტივს



     


      



1 comment:

  1. ანი ბეკურაშვილიApril 13, 2021 at 6:29 PM

    8 აპრილს ვიყავი ლურჯი სუფრის პატარა სახელოსნოში��
    აქ იქმნება ყველაფერი ხელით თან სუფრაზე დატანილი ნამუშევრები არის ძველი ფრესკებიდან აღებული და რაც ყველაზე მთავარია ქართულია რაც მიხარია❤️
    ამ პროცესში ჩართვა არის ძალიან დიდი სიამოვნების და სიამაყის შეგძნება❤️❤️
    შედეგი პროეცესზე მაგარია სიტყვაზე მენდეთ❤️��
    ასმათ ჭარელიძე
    Lika Chxaidze
    მადლობა თქვენ რომ მოვხვდი აქ.

    ReplyDelete