Monday, April 19, 2021

საქმიანი შეხვედრა ბიომეურნეობის შემქმნელ ლუკა ქემერტელიძესთან - ,, ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიცია"

19 აპრილს საპროექტო ჯგუფის წევრებმა  საქმიანი შეხვედრა გავმართეთ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ქემერტელიძესთან, რომელმაც საჩხერის რაიონში დედასთან ერთად, მამაპაპისეულ მიწაზე 2 წლის წინ დააფუძნა საკუთარი მინი მეურნეობა. ეწევა მებოცვრეობას, მებაღეობას, მეფუტკრეობას და ტრადიციული მეთოდით, ამზადებს ქვევრის ღვინოს. ლუკამ საქმიან შეხვედრაზე გაგვიზიარა თავისი გამოცდილება, გვესაუბრა ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციაზეც, გაგვანდო, რომ მომავალში გეგმავს საკუთარ მეურნეობაშიც დანერგოს „თხევადი ოქროს“ ჯარას მეთოდით დამზადების ტექნოლოგია და დაგვპირდა, რომ მაისის თვეში საჩხერიდან ჩაგვერთვება და თანატოლებს პრაქტიკულად აჩვენებს საკუთარ მინი მეურნეობას. 


No comments:

Post a Comment