ჩვენმა შეთავაზებამ ძალიან გაახარა ღვაწლმოსილი პედაგოგი. ის დიდი სიამოვნებით გვიამბობდა გარდასულ დღეთა ამბებს, იხსენებდა პედაგოგობის წლებს, საყვარელ მოსწავლეებს, კოლეგებს, საინტერესოდ გვესაუბრა გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და ღვაწლზე, ქართული საანბანე წიგნის ისტორიაზე. ქალბატონი დოდო შორეულ ამერიკაშიც ცდილობს უცხოელებს გააცნოს ქართული კულტურა, ესაუბროს სტუმარ-მასპინძლობის წესზე, ქართულ სასუფრო ტრადიციებზე. ის ჩვენთან საუბარშიც შეეხო ქართულ ლხინსა და ნადიმს, გვითხრა, რომ ქართული სუფრა აერთიანებს ადამიანებს, ხელს უწყობს ნათესაური და მეგობრული კავშირების გაღრმავებას.
საუბრის ბოლოს დაგვმოძღვრა, გვთხოვა, გავუფრთხილდეთ ჩვენს საგანძურს - ენას, მამულს და სარწმუნოებას და დაგვათვალიერებინა თავისი ულამაზესი ნამუშევრები. ამ შეხვედრამ მე და ჩემს მეგობრებს დიდი სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭა.
ნიკა შიტიკოვი - საპროექტო ჯგუფის წევრი
No comments:
Post a Comment